მოსაზრება
30.04.2015

ანზორ საკანდელიძე

თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე 

 "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში ყოფნის 30 თვის განმავლობაში აშკარად იცავს მსხვილი მეწარმეების, განსაკუთრებით კი ბანკირების არცთუ მთლად სამართლიან ინტერესს და აბსოლუტურად იგნორირებულია მცირე მეწარმეები მოთხოვნა. დავასახელებთ მხოლოდ 2 ფაქტს.

მოსაზრება
30.04.2015

ჯერ კიდევ ორი ათეული წლის წინ ითვლებოდა, რომ ნარჩენი არის ყველაფერი ის, რასაც თითოეული ჩვენთაგანი აღარ ვიყენებთ ყოფაცხოვრებაში, აღარ გვჭირდება, აღარ ვარგა გამოსაყენებლად და რასაც, უბრალოდ ვყრით ან ვიშორებთ თავიდან. აბსოლუტურად უსარგებლოდ ითვლებოდა ასევე, მრეწველობის სხვადასხვა დარგის, სამშენებლო, სატრანსპორტო და სხვა ტიპის ნარჩენები, რომლებიც იმავდროულად სულ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიებს მოითხოვდნენ განსათავსებლად და ეს ყველაფერი მოიხსენიებოდა ერთი სიტყვით - ნაგავი!!!

მოსაზრება
27.04.2015

გიორგი თავაძე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ათ წელიწადში, 2005-2014 წლებში, საქართველოში 10909 მილიონი (ათი მილიარდ ცხრაას ცხრა მილიონი) დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა: 2005 წელს - 450,0 მილიონი დოლარი; 2006წ. - 1190,4 მლნ; 2007წ. - 2014,8 მლნ; 2008წ. - 1564,0 მლნ; 2009წ. - 660,0 მლნ; 2010წ. - 814,5 მლნ; 2011წ. - 1117,2 მლნ; 2012წ. - 911,6 მლნ; 2013წ. - 914,4 მლნ; 2014წ. - 1272,0 მლნ. თითქმის 11 მილიარდი. საშუალოდ მილიარდ 90 მილიონი დოლარი წელიწადში.

მოსაზრება
27.04.2015

თამაზ აქუბარდია

"ბარასისა და მირაბოს მიერ რესპუბლიკის წინააღმდეგ ზურგსუკან წარმოებულმა ქმედებებმა ნათლად დაგვანახა, რომ რესპუბლიკის ინტერესებისათვის საბრძოლველად თავადები არ გამოდგებიან".

მოსაზრება
23.04.2015

გურამ ბათიაშვილი

23 აპრილი ისრაელის სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღეა. 1948 წელს, როცა სიონიზმის ლიდერებმა ისრაელის სახელმწიფოს ხელახალ სიცოცხლეს შთაბერეს სული და დავით ბენ გურიონმა ისრაელის დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხა, ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური რელიეფი სრულიად შეიცვალა.

მოსაზრება
22.04.2015

რამაზ გახოკიძე

ბიოორგანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი

ნებისმიერი ცვლილება დედამიწაზე გამოძახილს ჰპოვებს შორეულ მხარეშიც. ვინმეს თუ ჰგონია, რომ თავის ბაღში სუფთა ბოსტნეული მოჰყავს, რადგან "ქიმიას" არ იყენებს, თავს მწარედ იტყუებს. მჟავური წვიმებითა და შხამქიმიკატებიანი მიწისქვეშა წყლებით იჟღინთება ნიადაგი. ღრმა ჭაბურღილებიდან ამოღებულ სამკურნალო დანიშნულების მინერალურ წყლებშიც კი აღმოჩნდა ქიმიკატები. მიწაში უარყოფითი ფაქტორების აკუმულაცია შხამების შეტანის შეწყვეტის შემდეგაც გრძელდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნიადაგში ქიმიური ნივთიერებების ერთჯერადი შეტანაც კი იწვევს მასში ხანგრძლივ უარყოფით პროცესს.

მოსაზრება
18.04.2015

თამაზ აქუბარდია

ილფის და პეტროვის ცნობილი გმირის, ოსტაპ სულეიმან ბერტა-მარია ბენდერ ბეისთვის, როგორადაც იგი საკუთარ თავს მოიხსენიებდა, ფულის კეთების 420 გზა არსებობდა. ამ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ფულის კეთების კიდევ ერთ, მეტად ორიგინალურ გზას წავაწყდით, რომელსაც პირობითად "ფულის კეთების 421-ე გზა ვუწოდეთ", თორემ დღეისათვის უკვე შესაძლოა ამ გზების რაოდენობამ 4200-საც მიაღწია.

მოსაზრება
08.04.2015

ვალერიან მაყიშვილი

საქართველოს რკინიგზელთა ასოციაციის თავმჯდომარე

2015 წლის მარტში ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ შესაძლებელია გასხვისდეს რკინიგზის აქტივები 25%-ის ოდენობით. ცნობილია, რომ წინა ხელისუფლების დროს მსგავსი განცხადებები არც თუ იშვიათად ისმოდა. მაგალითად, 2007 წლის აგვისტოში მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი არველაძემ რკინიგზის ფაქტობრივ მესაკუთრედ 98 წლის მართვის უფლებით დაასახელა ინგლისური ფირმა "ფარქფილდ ინვესტმენტი". ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ამ ფირმამ რკინიგზის განვითარების ყველაზე საუკეთესო პირობები წარმოადგინა და ის 10 წლის განმავლობაში 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებდა. ინვესტორის შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია არ ჰქონია, თუმცა ის აღმოჩნდა ოფშორში დარეგისტრირებული ახალი კომპანია, რომელსაც ვებ-გვერდიც კი არ აღმოაჩნდა. მაშინ გარიგება ორიოდე თვეში ჩაიშალა, ხოლო ტენდერის პირობები და მასში მონაწილე კომპანიათა ვინაობა დღემდე საიდუმლოდ რჩება.

მოსაზრება
30.03.2015

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი

დარწმუნებული ვარ, 31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ვრცელი მოხსენებით წარდგება, რომელშიც საშინაო და საგარეო პოლიტიკის მრავალ საჭირბოროტო საკითხს შეეხება. როგორც რიგითმა ამომრჩეველმა, ჯერ კიდევ გაპრეზიდენტებამდე საჯაროდ დავუსვი რამოდენიმე შეკითხვა, რომლებზეც პასუხი დღემდე არ მიმიღია, ხოლო გაპრეზიდენტებისთანავე იმდენი ახალი კითხვა გამიჩნდა, რომ მის წინააღმდეგ 2014 წლის 17 თებერვალს სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელი შევიტანე...

მოსაზრება
27.03.2015

ლევან გვაზავა  პროფესორი

ტყე რომ ნიადაგთან, წყალთან და ჰაერთან ერთად გარემოს მდგრადი კოსმიურ-ეკოლოგიურ-ეკონომიკური ბალანსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია, დღეს ამაში ეჭვი არავის ეპარება. ამ ბალანსის შენარჩუნება ახლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, მით უმეტეს ისეთ მთიანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც მოთხოვნილება მერქანზე საგრძნობლად გაზრდილია. მისი დაკმაყოფილება კი ტყის არსებული რესურსით შეუძლებალია. ეს განსაკუთრებით საწვავ შეშას ეხება. ამ დროს მთაში მცხოვრები მოსახლეობის საწვავი შეშის გარეშე დატოვებაც არ შეიძლება, რადგანაც მათ ალტერნატიული რესურსი არ გააჩნიათ.

ღია წერილი
19.03.2015

პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს, ბატონ ლაშა თორდიას

მთავრობის კანცელარიის უფროსს, ქალბატონ მაია ცქიტიშვილს

ბატონო ირაკლი,

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პროფესიული განათლების პროფესიულმა კავშირმა მიმართა ქვეყნის მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ყოფილ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს 29 ნოემბრის წერილით, რომელშიც აღწერილი იყო ის უმძიმესი ვითარება, რაც იმ დროისათვის შექმნილი იყო პროფესიული განათლების სისტემაში.

მოსაზრება
18.03.2015

ანზორ საკანდელიძე

თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე

2015 წლის 6 მარტის გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნდა მაკა ხარაზიშვილის საინტერესო სტატია "გადასახადების გაზრდა ეკონომიკას საბოლოოდ დაასამარებს", სადაც საქართველოში 10-დღიანი ვიზიტის დამთავრების შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის მარკ გრიფითსის რეკომენდაციას გადასახადების გაზრდის თაობაზე მკვეთრად უარყოფითად აფასებენ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ცნობილი საგადასახადო ექსპერტი ირაკლი შავიშვილი და თქვენი მონა-მორჩილი. განსაკუთრებით საგულისხმოა ბატონი ირაკლის აზრი: "ძალიან უცნაურია, რა დროს გაზრდაზეა საუბარი, პირიქით, მომხრე ვარ, რომ საქართველოში საგადასახადო ტვირთი რაც შეიძლება მეტად შემცირდეს. ყველა გადასახდმა უნდა დაიკლოს".


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×