აკაკი გვიმრაძე
02.05.2019

 ევროკავშირის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ყველაზე წარმატებული მოდელი ეკონომიკური განვითარებისათვის, სტაბილურობისა და მშვიდობისათვის არის დამოუკიდებელი სახელმწიფოების რეგიონული ან კონტინენტური გაერთიანებები. ამ მხრივ ყაზახეთის მიერ უკვე დიდი ხნის განმავლობაში ინიცირებული ცენტრალური აზიის სახელმწიფოების კავშირი შესაძლოა, გახდეს ევროკავშირის ალტერნატივა აზიის კონტინენტზე.

ღია წერილი
30.04.2019

 ქრისტიანობამდელი, ადრეული შუა საუკუნეების, შუა საუკუნეებისა და ყქ|-ყქ|| საუკუნეების ქართული კულტურის ძეგლი გარეჯის უდაბნო დღეს ქართველი მლოცველებისთვის, ტურისტებისა და დიპლომატებისთვის მიუღწევადია. მას დარაჯობს აზერბაიჯანის მესაზღვრეთა შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც, აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, გზას გაათავისუფლებს 5 მაისამდე (თამარ მეფის სულ 4 ფრესკული პორტრეტი არსებობს: ვარძიაში, ყინწვისში, ბეთანიასა და გარეჯის უდაბნოში - ბერთუბნის ლავრაში. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩვენ გვიკეტავენ გზას ჩვენი მეფის პორტრეტისაკენ ჩვენს ისტორიულ ტერიტორიაზე). ამგვარად, მომავლისათვის ეს მხარე და კულტურის ეს ძეგლი ქართული საზოგადოებისა და მკვლევარებისთვის მიუწვდომელი ხდება. ამ კონტექსტში იძულებულნი ვართ, შემდეგი სამწუხარო კონსტატაცია მოვახდინოთ.

მოსაზრება
25.04.2019

 რომის პაპმა, ფრანცესკომ, სამხრეთ სუდანის ლიდერებს დაუჩოქა, მუხლებზე ემთხვია და ძმათშორისი სისხლისღვრის შეწყვეტა სთხოვა. კი არ მოუწოდა, სთხოვა, შეეხვეწა! მამა ფრანჩესკო დიდი ადამიანია. ჩემი დიდი პატივისცემა მას! ის იოანე პავლე მეორის კალიბრის მოღვაწეა.

მოსაზრება
25.04.2019

 25 აპრილს საერთაშორისო თანამშრომლობის მაღალი დონის მე-2 ფორუმი - "ერთი სარტყელი, ერთი გზა" პეკინში საზეიმოდ გაიხსნება. ორდღიანი ფორუმის ფარგლებში, 40 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები და 150 ქვეყნის 5000-მდე წარმომადგენელი მოიყრიან თავს პეკინში და "ერთი სარტყელი, ერთი გზის" განვითარებისთვის ერთობლივ რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.

მოსაზრება
24.04.2019

 ანზორ საკანდელიძე, ასოციაციის "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" თავმჯდომარე

ბათუმში უკანონო მაღლივი საცხოვრებელი კორპუსებისა და სასტუმროების მშენებლობის ბუმია. ცენტრში სულ უფრო მცირდება ფართობები, სადაც უკვე შეუძლებელია ამ უკანონო მაღლივი შენობების "ჩაკვეხება" სეისმოუსაფრთხოების ელემენტარული ნორმების დაცვით და ამ "ჩასაკვეხებელი" ფართობების შემცირების შესაბამისად მაქსიმალურად იზრდება შენობათა სიმაღლეები მოსალოდნელი სეისმონგრევების კატასტროფული რისკებით. 100 მეტრი უკვე კარგა ხნის დალაშქრულია და წარმატებით უტევენ 200-მეტრიან სიმაღლეს. გვაქვს ინფორმაცია, რომ დამთავრების სტადიაშია ბათუმში ასაშენებელი 65-სართულიანი შენობის პროექტი!

მოსაზრება
21.04.2019

 მამუკა გიორგაძე, სახალხო პარტიის თავმჯდომარე

"სახალხო პარტიამ" 25 წლის განმავლობაში არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, გაესაჯაროებინა გასაიდუმლოებული კაბალური შეთანხმება აფხაზეთის ელქტრომომარაგების შესახებ და შეეცვალა არსებული დანაშაულებრივი პრაქტიკა, რომელიც, ფაქტობრივად, ომში დამარცხებულის ხარკია.

მოსაზრება
11.04.2019

დიდი ადამიანები სიმართლეს მასხარების პირით ამბობენ - არახალი ფრაზაა. მეფეს სიმართლეს მასხარა უბედავდა და დაუსჯელი რჩებოდა. ეს ძველად, მეფეების ეპოქაში ხდებოდა. დღეს?!... მეფე აღარაა, მასხარები არიან, მაგრამ არა სიმართლის მთქმელები. მასხარის მენტალიტეტი, ჩემდა სამწუხაროდ, ღრმადაა გამჯდარი ბოლო საუკუნის ქართულ მენტალიტეტში.

მოსაზრება
10.04.2019

პეტრე მამრაძე

შარშან, 26 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: "რაც უნდა, ის ქნას "რუსთავი 2"-მა, ჩამოიმხოს თავზე ყველაფერი, ოღონდ კანონი არ უნდა დაარღვიოს, გადასახადი გადაიხადოს, რასაც, სხვათა შორის, არ იხდის, ეგეც აშანტაჟებს მათ რიცხვში, ხელისუფლებას, დიდი ხანია, არ იხდის გადასახადს და არ იხდის პრინციპულად, ერთადერთი მიზეზით, რომ მართლაც არ აქვს ამის რესურსი დღეს ხელისუფლებას, რომ ეს რომ ვქნათ, წარმოიდგინეთ, რა მოხდება. რაც მოხდა "იბერიისა" და სიგარეტების შემთხვევაში, მონაგონი იქნება, მაგრამ ამის დროც დადგება, მათაც მოუწევთ გადახდა, გარწმუნებთ და ყველა მედიას მოუწევს გადახდა.

აკაკი გვიმრაძე
08.04.2019

 (ასტანა-თბილისი)

ალბათ, ბევრი არ ფიქრობს იმაზე, რომ მოინახულოს ყაზახეთი, მათ რიცხვს ადრე შეიძლება, მიგვეკუთვნებინა საქართველოს მოქალაქეების გარკვეული ნაწილი და მათ შორის - მეც. თუ რატომ ვსაუბრობ წარსულ დროზე, ამას სტატიის ბოლომდე შეიტყობთ.

მოსაზრება
06.04.2019

რატი აბულაძე, ეკონომიკის დოქტორი

საქართველოს ეკონომიკის გაცოცხლებისათვის მნიშვნელოვანია ნაციონალური ინფრასტრუქტურული საკითხების გადაჭრა და მოდერნიზება. იმისათვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკა გაიზარდოს, საჭიროა ინვესტიციები სატრანსპორტო (გზა, რკინიგზა, აეროპორტი) ტელეკომუნიკაციის, ენერგეტიკისა და წყლის მიმართულებით. ინფრასტრუქტურის განვითარება კი ქვეყნის განვითარებისა და ცხოვრების ხარისხის ამაღლების საფუძველია.

მოსაზრება
31.03.2019

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

გაზეთ "რეზონანსის" მკითხველებმა იციან, რომ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2017 წელს შეტანილი სამივე სარჩელი ქუთაისში გადაიგზავნა. სარჩელების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შესარჩევი კონკურსები კანონდარღვევით ჩატარდა, ხოლო გამარჯვებული კანდიდატების მიერ საკონკურსოდ წარდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამებოდა კონკურსის პირობებს. სასამართლოსგან ვითხოვდი კონკურსებისა და იუს-ს წევრად არჩევის შესახებ საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დადგენილებების ბათილად ცნობას.

მოსაზრება
29.03.2019

ანზორ საკანდელიძე, თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე

დამშეულ და გაღატაკებულ ქართველ ხალხს იმედის ნაპერწკალი გაუჩინა "ქართული ოცნების" გადასარჩენად ღარიბაშვილის დაბრუნებამ პოლიტიკაში და ალბათ ეკონომიკაშიც. სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი სამარცხვინო შიმშილი ბატონობს დღეს საქართველოში. ამაზე მეტი ტოტალური სირცხვილი რაღა იქნება, როცა დამშეულ ქართველებს თავი ნაგვის ურნებში აქვთ ჩარგული და აუტანელი შიმშილის გრძნობის დასაოკებლად სანაგვეზე გადაყრილი ნარჩენი კვების პროდუქტებში დღედაღამ იქექებიან!


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×