რეზონანსი
15.07.2020

ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დარ­ჩელ­ში, ორ­დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ მდი­ნა­რე ჯუმ­ში და­კარ­გუ­ლი მო­ზარ­დი იპო­ვეს. სოფ­ლის რწმუ­ნე­ბულ­მა მა­მუ­კა ჯო­ლო­გუ­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ 15 წლის მო­ზარ­დის ცხე­და­რი ქვი­შა­ში იყო ჩაფ­ლუ­ლი.

"მდი­ნა­რის დო­ნემ რომ და­იკ­ლო, სა­დაც და­ი­კარ­გა იქი­დან ერთ კი­ლო­მეტრში იპო­ვეს", - გა­ნა­ცხა­და ჯო­ლო­გუ­ამ.

გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დი ზაალ ქან­თა­რი­აა. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, როცა ბიჭი პი­რუ­ტყვის გად­მო­სა­რე­კად მდი­ნა­რის მე­ო­რე ნა­პირ­ზე გა­და­დი­ო­და - ის დი­ნე­ბამ გა­ი­ტა­ცა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, შემ­თხვე­ვის დროს 15 წლის ბიჭი მშობ­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა ძლი­ე­რი დი­ნე­ბის გამო, მათ წყლი­დან მო­ზარ­დის ამოყ­ვა­ნა ვერ შეძ­ლეს.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის, იმე­რე­თის და აჭა­რის რე­გი­ო­ნე­ბი­დან. ოპე­რა­ცი­ა­ში, ასე­ვე, მო­ნა­წი­ლე­ობ­და გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ჯგუ­ფი თბი­ლი­სი­დან.

წყარო: ამბები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×