
დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, გოგონა, რომელსაც შეყვარებულმა ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა, კვლავ რეანიმაციაში რჩება.
როგორც მან “კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, პაციენტს მდგომარეობის გაუმჯობესება, ჯერჯერობით, არ აღენიშნება.
“მდგომარეობის გაუმჯობესება არ შეინიშნება, კვლავ რეანიმაციაში იმყოფება პაციენტი. გოგონას მდგომარეობა სტაბილურია. ფაქტობრივად, იგივე სიტუაცია გვაქვს. მთავარია, რომ მისი მდგომარეობა გაუარესებისკენ არ არის წასული”, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
შეგახსენებთ, გოგონას სხეულის 37 პროცენტი ჰქონდა დამწვარი და ქვემო კიდურებისა და ბარძაყების დამწვრობა აღენიშნებოდა.