რეზონანსი
15.07.2020

ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალურ ჩოგბურთს უბრუნდება. ვაშინგტონში ტურნირი 14 აგვისტოს დაიწყება და ნიკოლოზ ბასილაშვილის გარდა, შეჯიბრზე მსოფლიოს მე-4 ჩოგანი დანილ მედვედევი, მე-15 ჩოგანი სტეფანოს ციციპასი, ასევე დავიდ გოფინი, რობერტო ბაუტისტა აგუტი, კეი ნიშიკორი და სხვა წამყვანი ჩოგბურთელებიც ითამაშებენ. რაც შეეხება ბასილაშვილს, ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს რეიტინგში ამჟამად 27-ე ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი გაიმართება, რომელიც სპორტსმენის მხრიდან მის ყოფილ ცოლზე განხორციელებულ შესაძლო ძალადობას ეხება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×