
ანი გაბეჩავა, რომელის დაბადების დღეც 19 წლის გიორგი შაქარაშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა პირველ კომენტარს ჟურნალისტ ელისო კილაძესთან აკეთებს.
ჟურნალისტის მონათხრობის მიხედვით, მედიაში მის შესახებ ძალიან ბერვი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. კილაძის თქმით, ანა გაბეჩავამ მას უთხრა რომ გიორგი შაქარაშვილს კარგად არც იცნობდა. მისვე თქმით, ანის დაბადების დღეზე ადამიანების ნაწილი დაუპატიჟებლად მივიდა.
„შაქარაშვილს არ ვიცნობდი კარგად. სამი-ოთხჯერ მყავდა ნანახი, ჩემი მეგობრის მეგობარი იყო. არანაირი სიმპატია არ გვქონდა ერთმანეთის მიმართ. ვახო ჩიქოვანს არც კი ვიცნობ. არ ვიცი ვინ მოიყვანა, უბრალოდ, იყო ჩემი უბნელი. როცა ჩხუბი დაიწყო გარეთ, უბნებს „ნახალოვკასა“ და „საბურთალოს“ შორის მიმდინარე კონფლიქტში ჩავერთე მეც. ყველა სტუმარი გავუშვი და ჩვენ გადავწყვიტეთ ლისზე მეგობართან წასვლა“, - ამბობს ანი გაბეჩავა.
მისი თქმით, თემქაზე ბინაში ასვლის შემდეგ გაიგეს, რომ გიორგი შაქარაშვილი არ გამოჩენილა და მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ, რადგან ნომერი არ ჰქონდათ.
„ამ პერიოდში ვიგებთ, რომ გიორგი შაქარაშვილი არ გამოჩენილა და ტელეფონი არ ქონია და ვერ უკავშირდებოდნენ“, – ამბობს გაბეჩავა.