
„დაცვის მხარის განცხადების საფუძველზე ბრალდების მხარემ გადმოგვცა მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები. გავეცნობით აღნიშნულ მტკიცებულებებს. საუბარია მოწმეთა გამოკითხვის ოქმებზე, ინფორმაციის გამოთხოვაზე და ა.შ. სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული, რომელიც გადმოეცა დაცვის მხარეს. კონკრეტულად ვერ გეტყვით რადგან საჭიროა, გავეცნო რაც გადმომცეს, რამდენიმე ტომზეა საუბარი.“, – განაცხადა ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ.
მისივე თქმით, ის, თუ რა განცხადებებს აკეთებს გარდაცვლილის ოჯახი, დაცვის მხარის შესაფასებელი არ არის.
„ის, რასაც ოჯახი ავრცელებს ან ბიძა, ჩვენი შესაფასებელი არაა. ჩვენ უნდა ვისაუბროთ მტკიცებულებებიდან გამომდინარე. ჩვენ გვესმის მათი ფსიქოლოგიური და ემოციური დამოკიდებულება. დასკვნებს ვაკეთებთ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე.
ჩვენ მივიღეთ საგამოძიებო მოქმედებების მონაწილეობა, თუმცა დეტალურად რაში ამას საჯაროდ ვერ ვისაუბრებთ. ყველა საგამოძიებო და საპროფესიო მოქმედებაში ვიღებდი მონაწილეობას“, – განაცხადა საქმეზე ბრალდებულ ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა, არჩილ ბერიანიძემ.