
რაჭაში ორმა ნასვამმა პირმა ავტომობილი პატრონის ნებართვის გარეშე წაიყვანა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები ამბროლაურიდან ონის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდნენ, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაზიანდა სამი მანქანა, გარდაიცვალა ავტომობილში მყოფილი ერთ-ერთი მგზავრი, მეორე კი დაშავდა. დაზიანებები აღენიშნებათ სხვა მგზავრებსაც, მათგან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
"კურიერის" ინფორმაციით, გამოკითხულია ავტომობილის მფლობელი, რომლიც აღნიშნავს, რომ იცნობს როგორც დაშავებულებს, ასევე იცნობდა გარდაცვლილსაც.
დაშავებულებს შორისაა ეკონომიკის სამინისტროს წიაღის სააგენტოს უფროსის მოადგილე კარლო ლაფერაძე და მისი მეუღლე, ლაფერაძის მდგომარეობა მძიმეა.
"ჩვენს კლინიკაში 4 მძიმე ავადმყოფი შემოვიდა მრავლობითი მოტეხილობით. ყველაზე მძიმედ კარლო ლაფერაძე იყო, შემდეგი საყურადღებო პაციენტი კი სოფო იაშვილი იყო, რომელსაც სამბალიანი კომა დაუფიქსირდა. აღნიშნული პაციენტები მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ,"- განაცხადა ონის საავადმყოფოს დირექტორი ავთო ლებანიძე.