რეზონანსი
13.07.2020

 პედაგოგ ლია ჩხენკელის შვილი მარიამ გვახარია ამბობს, რომ დედამისი ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მუსიკის პედაგოგად მუშაობდა, თუმცა ის ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.

„28 წელია საზღვარგარეთ ცხოვრობს. წლების წინ იყო მუსიკის მასწავლებელი“, – განუცხადა "პრაიმტაიმს" ლია ჩხენკელის შვილმა. ლანა გვახარია ამბობს, რომ დედას სხვა რამის წერა უნდოდა და ის რაც მოხდა ეს იყო ტელეფონის ხარვეზი.

„სრულიად სხვა რამის დაწერა უნდოდა. უბრალოდ, ტელეფონს აქვს ჩართული ფუნქცია - როდესაც კრეფს ლათინური ასოებით, ტელეფონი ავტომატურად სთავაზობს სიტყვებს. "უწყინარის" დაწერისას ავტომატურად შეცვალა ტელეფონმა სიტყვას "უწიგნური", რასაც არ დააკვირდა ისე გამოაქვეყნა“, – აღნიშნა გვახარია.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×