რეზონანსი
13.07.2020

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის სოფო გორ­გო­ძის გან­ცხა­დე­ბით, აბი­ტუ­რი­ენტს, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს.

„ეს აბი­ტუ­რი­ენ­ტი ახლა გა­დის შე­სა­ბა­მის მკურ­ნა­ლო­ბას და ვერ მო­ნა­წი­ლე­ობს სა­გა­მოც­დო პრო­ცეს­ში. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, და­ი­ნიშ­ნე­ბა თუ არა გან­მე­ო­რე­ბი­თი გა­მოც­დე­ბი, მას შემ­დეგ რაც ეს პრო­ცე­სი დას­რულ­დე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ გა­მოც­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბი­თი და­ნიშ­ვნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გვაქვს,“ - გა­ნა­ცხა­და გორ­გო­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სტუ­დენ­ტუ­რი ომ­ბუდსმე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თეს გან­ცხა­დე­ბით, რომ აბი­ტუ­რი­ენტს, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და და ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ვერ შეძ­ლო, გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ მი­ე­ცეს.

ამ მო­თხოვ­ნით სტუ­დენ­ტუ­რი ომ­ბუდსმე­ნის წევ­რე­ბი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

„დღეს სტუ­დენ­ტურ­მა ომ­ბუდსმენ­მა მი­მარ­თა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მო­თხოვ­ნით, რომ იმ აბი­ტუ­რი­ენტს, რო­მელ­მაც „კო­ვიდ-19“-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის გამო ვე­ღარ შეძ­ლო გა­მოც­დებ­ზე გას­ვლა, შე­ექ­მნას პი­რო­ბე­ბი, რომ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ შეძ­ლოს გა­მოც­დებ­ზე გას­ვლა და ეს წელი, რო­მელ­შიც მან საკ­მა­ოდ დიდი ძა­ლის­ხმე­ვა ჩადო და დიდი თან­ხე­ბი გა­ი­ღო, და­კარ­გუ­ლად არ ჩა­ეთ­ვა­ლოს“, - გა­ნა­ცხა­და სტუ­დენ­ტუ­რი ომ­ბუდსმე­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ლო­მე მა­ი­სუ­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, 7 ივ­ლისს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­და­ზე გა­სულ აბი­ტუ­რი­ენტს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×