
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, სპეცოპერაციის შედეგად, ზუგდიდში დაკავებული დადუ შენგელია თბილისში გადაიყვანეს.
დაკავებულის ადვოკატის პაატა სოტკილავას თქმით, სავარაუდოდ გამოძიება მას ნარკოდანაშაულს ედავება. მისივე თქმით, რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებს საცხოვრებელი ბინიდან კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ.
„მე ვესწრებოდი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკას. საცხოვრებელი ბინიდან მართლსაწინააღმდეგო არაფერი არ არის ამოღებული. ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. რაც შეეხება პირად ჩხრეკას და ავტომობილის ჩხრეკას, დოკუმენტებს ჯერჯერობით არ გავცნობივარ. უნდა გადმომცენ, რადგან არ დავსწრებივარ პირად ჩხრეკას და ავტომობილის ჩხრეკას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს 48 საათში წაუყენებენ ბრალს, რადგან ნარკოდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ ჩაატარა სპეცოპერაცია, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულის ბრალდებითაა დაკავებული", - აღნიშნა ბრალდებულოს ადვოკატმა პაატა სოტკილავამ.