რეზონანსი
12.07.2020

„ჩემთვის უმთავრესი ისაა, რომ პრინციპში, არ არის მსხვერპლი. გამოჩნდება ყველაფერი და დამნაშავე პასუხს აგებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა კობალაძემ მისი შვილის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამისი პროცედურების შემდეგ ყველაფერი გაირკვევა.

„აქვს ინტერესი კონკრეტულად გამოძიებას ალბათ მასთან და შესაბამისად, ჩატარდება ის პროცედურები, რაც უნდა ჩატარდეს. ამის მიხედვით გაირკვევა ყველაფერი. სრულწლოვანია, გათავისებული აქვს ყველაფერი. არ გამიზრდია ისე, რომ დანები ატრიალოს და ის... არის ჯანმრთელი ბავშვი, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს“, - განაცხადა კობალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×