
ბრიტანელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით ახალ კვლევა ქვეყნდება, სადაც აღნიშნულია, რომ კორონავირუსმა შესაძლოა, თავის ტვინიც დააზიანოს.
„კორონავირუსმა, შესაძლოა, დააზიანოს არა მხოლოდ ფილტვები, გული და თირკმელები, არამედ, თავის ტვინიც იმ პაციენტებში, რომელთაც ნევროლოგიური პრობლემები, მათ შორის, პარანოია და ჰალუცინაციები აწუხებთ“,- წერია სტატიაში.
როგორც გამოცემა წერს, 55 წლის ქალს, რომელმაც ვირუსი დაამარცხა და საავადმყოფოდან გაწერეს, დაეწყო ჰალუცინაციები. ის სახლში მაიმუნებსა და ლომებს ხედავდა.