რეზონანსი
11.07.2020

კლუბ "სა­ბურ­თა­ლომ" დღეს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გა­რე­შე პირ­ვე­ლი მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა. ამის შე­სა­ხებ კლუ­ბის მიერ "ფე­ის­ბუქ­ზე" გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი.

"ჩვენ­მა გუნ­დმა ამ­ხა­ნა­გურ შეხ­ვედ­რა­ში "სპა­ე­რი" 2:0 და­ა­მარ­ცხა! ყვე­ლა გოლი და გა­მარ­ჯვე­ბა შენ გე­ძღვნე­ბა შა­ქარ!" - აღ­ნიშ­ნა­ვენ კლუ­ბის წევ­რე­ბი.

გარ­დაც­ვლი­ლი 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი "სა­ბურ­თა­ლო­ში" წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­მა­შობ­და და ყვე­ლა წევ­რს თავი გან­სა­კუთ­რე­ბით და­ა­მახ­სოვ­რა და შე­აყ­ვა­რა. მას ემო­ცი­რად იხ­სე­ნებს კლუ­ბის პრე­ზი­დენ­ტი ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი.

"მინ­და გი­თხრათ, რომ ძა­ლი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო. არა­სო­დეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ შეშ­ლია. ყვე­ლას­თან თქვე­ნო­ბით ლა­პა­რა­კობ­და, ძა­ლი­ან თა­ვა­ზი­ა­ნი იყო, რო­გორც სპორსტმე­ნი - პერ­სპექ­ტი­უ­ლი. ბე­ბი­ამ და­ა­ტი­რა და ეს არ ამო­ვა ჩემი გო­ნე­ბი­დან... რო­დე­საც "სა­ბურ­თა­ლო 2"-ში მოხ­ვდა ეს იყო მო­ტი­ვა­ცია და ბე­ბოს­თვის უხა­რე­ბია, ბებო, "სა­ბურ­თა­ლოს პირ­ველ­ში" მოვ­ხვდე­ბი მალე და წა­ვალ ევ­რო­პა­შიო. ძა­ლი­ან მი­ზან­და­სა­ხუ­ლი იყო" - გა­ნა­ცხა­და ხე­ჩი­კაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×