
კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტი ანა ონიანია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას განსაკუთრებულად არაფერი აწუხებს. თუმცა გოგონა დანარჩენ გამოცდებზე ვეღარ გავა.
ამჟამად ის შემდგომი მკურნალობისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. იმ აბიტურიენტებს კი, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან გამოცდას წერდნენ, ეპიდემიოლოგები აკვირდებიან.
ინფიცირებული აბიტურიენტის ახლობელი სოციალურ ქსელში სტატუს ავრცელებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა არის ჩემი ოჯახის წევრი. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. კონსერვატორიაში ვოკალის განხრით აბარებს, სადაც ვოკალში ყველაზე მაღალი-98 ქულა აიღო და ფაქტიურად გაინაღდა უფასო ადგილი.
მხოლოდ მინიმალურის გადალახვა დარჩა სხვა გამოცდებზე. როგორც გვითხრეს აღარ დაიშვება გამოცდებზე და ფაქტიურად ამხელა წარმატებას წყალში უყრიან ბავშვს.
ქართული ოპერის წამყვანი მომღერლები უკვე კარგად იცნობენ ამ ბავშვს. ვთხოვ ხელისუფლებას, რომ გამონახოს რაიმე მექანიზმი და ამ ბავშვს ამხელა წარმატებას ნუ დაუკარგავენ. #MXARDACHERAANAONIANS
ყველას გთხოვთ გააზიაროთ, იქნებ მივიღოდ შედეგი!!!" - წერს მიხეილ ქურასბედიანი.