რეზონანსი
11.07.2020

კლუბ "სა­ბურ­თა­ლოს" პრე­ზი­დენ­ტი ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახს კი­დევ ერთხელ უსამ­ძიმ­რებს და 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის პი­როვ­ნილ თვი­სე­ბებ­ზე ემო­ცი­უ­რად სა­უბ­რობს.

მან სა­უ­კე­თე­სო შვი­ლი გაზ­რდის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ფეხ­ბურ­თე­ლის მშობ­ლებს გა­და­უ­ხა­და.

„გიორგის ღირ­სე­ულ მშობ­ლებს და სა­ნა­თე­სა­ოს კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ. ვერ წარ­მო­იდ­გენთ რა სულ­გრძელო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეს მათ. ასეთ დროს ადამიანები ძირითადად ­ი­წყევ­ლე­ბიან. მათ არა­ვი­ზე ცუდი არ უთ­ქვამთ, პირიქით, ამ­ბობ­დნენ, ღმერ­თო მი­უ­ტე­ვეო. ამ ადა­მი­ა­ნებ­მა კი­დევ უფრო შე­მაყ­ვა­რეს თავი თა­ვი­სი უბ­რა­ლო­ე­ბით. მინ­და ვთხო­ვო ჟურ­ნა­ლის­ტებს და ად­ვო­კა­ტებს, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ამ ბავ­შვის კად­რებს რომ აჩ­ვე­ნებნ და ათას ვერ­სი­ა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, კი­დევ ერთხელ კლა­ვენ მშობ­ლებს.

გიორგი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ადამიანი იყო. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არასდროს შეშ­ლია. ყვე­ლას­თან თქვე­ნო­ბით საუბრობდა, ძა­ლი­ან თა­ვა­ზი­ა­ნი იყო, რო­გორც სპორსტმე­ნი - პერ­სპექ­ტი­უ­ლი. ბე­ბი­ამ და­ა­ტი­რა და ეს არ ამო­ვა ჩემი გო­ნე­ბი­დან. რო­დე­საც „სა­ბურ­თა­ლო 2" - ში მოხდვა ეს იყო მო­ტი­ვა­ცია და ბე­ბოს­თვის უხა­რე­ბია, ბებო, „სა­ბურ­თა­ლოს პირ­ველ­ში" მოვხ­ვდე­ბი მალე და წა­ვალ ევ­რო­პა­შიო. ძა­ლი­ან მი­ზან­და­სა­ხუ­ლი იყო" - განაცხადა ტარიელ ხე­ჩი­კაშ­ვილ­მაგა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×