რეზონანსი
10.07.2020

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, პოლიციელი ვერიკო იმერლიშვილი დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და პროკურატურის მიერ, სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს, დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი", - განაცხადეს უწყებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×