
ექსპერტიზის დასკვნით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები, ხარისხის განსაზღვრისას, იზოლირებულად აღებული, ატარებს სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს და „დამდგარ სიკვდილის ფაქტთან უშაულო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება".
"ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
კონკრეტულად, დასკვნაში მითითებულია რა ტიპის დაზიანებები აღენიშნება გარდაცვლილი ფეხბურთელის ცხედარს:
"მოლურჯო-მოიისფრო ფერის სისხნაჟღენთები: შუბლის არეში მარცხნივ გაფანტულად მდებარე 11/8 ფართზე. შუბლის მიდამოში მარჯვნივ 6/3 ფართზე...
ასეთივე ფერის სისხნაჟღენთები მუცლის მარცხენა გვერდითი მიდამოდან მარცხენა საზარდულის, ბოქვენის და მარჯვნის საზარდულის მიდამოში გარდამავალი 32/8 სმ ფართზე. მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპიზე ზომით, 3/2 სმ. მარჯვენა წინამხრის ზემო მესამედში ზომით 1/1-ზე. მარცხნივ დუნდულოს გარეთა ქვედა და ზედა კვადრანტების საზღვარზე, ზომით 1/1 სმ. მარჯვნივ წელის მიდამოს საპროექციოდ, ზომით 4/1 სმ..." - ვკითხულობთ ექსპერტიზის დასკვნაში.