
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, მისთვის წინასწარაა ცნობილი ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი, სადაც წერია, რომ რომ 19 წლის ფეხბურთელი ასფიქსიით გარდაიცვალა.
ადვოკატი ამბობს, რომ ახლა დასადგენია, დაზიანებები შაქარაშვილს სიცოცხლეში მიაყენეს თუ არა.
"გავრცელდა ამ დასკვნის შინაარსი წინასწარ და რამდენადაც ცნობილია, არის ასფიქსიით გარდაცვალება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გარდაიცვალა გაგუდვით, დახრჩობით. მნიშვნელოვანი დასკვნა იქნება ეს, რადგან ასევე მითითებული უნდა იყოს ეს დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია თუ მას შემდეგ არის მიღებული, რითი არის მიყენებული" - ამბობს გელხაური
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ოჯახისთვის უკვე ცნობილია. ისინი განცხადებას მოგვიანდებით გააკეთებენ.
წყარო: მთავარი არხი