რეზონანსი
10.07.2020

რეპერმა ლექს-სენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიუხედავად არა ერთი შეთავაზებისა, რუსეთში კარიერის მოწყობაზე უარი თქვა და სიღარიბე ამჯობინა. ის ამით კალათბურთელ თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც რუსული კლუბის ცსკა-ს მაისური მოირგო

:ვერ ვიტყვი, რომ მშიერი ვარ ამ ეტაპზე! არც ღარიბი ვარ, ალბათ, საშუალოზე ცოტა დაბლა ვდგავარ, ჯერჯერობით, ხვალ რა იქნება არ ვიცი. 2-ოთახიან ბინაში ვცხოვრობ, ბევრი ვიწვალე, ვეცადე, რაც გამომივიდა ამ ქვეყანაში, ესაა ამ ეტაპზე.

ჩემი შრომით, ჩემი მუსიკით, ჩემი რეპით ვცხოვრობ. ყველაფერზე მაღლა ვაყენებ ჩემ შემოქმედებას და ჰიპ-ჰოპს! ალბათ, დრო ვერ გამოვიყენე, როგორც მეუბნებიან! ძალიან მინდა უკეთესი ცხოვრება, ჯერ არ ჩანს, სამწუხაროდ. მერე რა იქნება არ ვიცი!!!

სამჯერ მქონდა შემოთავაზება რუსეთიდა. პირველად ვამბობ ღიად, უბრალოდ, ციფრის დასახელებას მთხოვდნენ, რამდენი მინდოდა იქ კონცერტებში. 1 წამი ვიფიქრე მხოლოდ, ჩემმა მორალმა არ გამიშვა მე, ასეთი სიღარიბე მირჩევნია-მეთქი და ჩემი სახელმწიფო, ჯერ რომ არ გვაქვს, ის დავაყენე ჩემ შემოქმედებაზე მაღლა. მე მე ვარ ალბათ სულელი ვარ და არც იმხელა ცოდნა-განათლება მაქვს, რომ ბევრი ფულის შოვნის ბარიერები ადვილად დავძლიო, ყველას თავის სიმართლით გაუმარჯოს თავის გზაზე…"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×