რეზონანსი
09.07.2020

ვახო ახვლედიანის ადვოკატის, მზია ქასრაშვილის განცხადებით, "ტვ პირველის" ჟურნალისტი გუშინ ფაქტიურად შეუვარდა ვახო ახველდიანის დედას სახლში სიტყვებით - "თქვენ იცით, რომ თქვენი შვილი მკვლელია და მკვლელობის მუხლი აქვს წაყენებული" .

"რომ მივედი, ეს ქალი იატაკზე იყო და ვერანაირად ვერ მოავტრიალე და სასწრფო გამოვიძახე და ასევე პოლიცია, რასაც მიეცა სამართლებრივი საფუძველი და აღიძრება საქმე" , -  განაცხადა ადვოკატმა "ფორმულს" ეთერში და დასძინა, რომ ეს არ არის ჟურნალისტური ეთიკა.

"ჟურნალისტი სახლში არ უნდა შევარდეს და არ უნდა გააკეთოს ასეთი რამ", - მიაჩნია ადვოკატს.  

მზია ქასრაშვილი ასევე აცხადებს, რომ ერთ-ერთ გავრცელებულ ფირზე ჟურნალისტებს მონიშნული ჰყავთ ერთი პირი, თითქოს ის არის ვახო ახვლედიანი. ამაზე ოჯახი ძალიან ნერვიულობს, რადგან ახვლედიანი ნამდვილად არ არის იმ კადრებში. ვახო ახვლედიანს აცვია სხვა ტანსაცმელი, იმ პიროვნებას კი - სხვა.

"ვახო ახვლედიანს აცვია შორტი, იმას კი შარვალი", - აღნიშნა ქასრაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×