რეზონანსი
09.07.2020

ჟურ­ნა­ლისტ ვახო სა­ნა­ი­ას მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და ფო­ტო­მა­სა­ლა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, 18 ივ­ნისს, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ღა­მეს, მცხე­თი­დან წა­მო­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ნა­წილ­მა თემ­ქა­ზე, იუ­ბი­ლარ ანი გა­ბე­ჩა­ვას მე­გობ­რის სახ­ლში გა­და­ი­ნაც­ვლა, პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი.

მა­რი­ა­მი სხვებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და თემ­ქა­ზე და AMBEBI.GE-სთან ადას­ტუ­რებს, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი ნამ­დვი­ლად შემ­თხვე­ვის ღა­მე­საა გა­და­ღე­ბუ­ლი.

"თემ­ქა­ზე წა­ვე­დით იმის­თვის, რომ უბ­რა­ლოდ გაგ­ვერ­კვია, რა მოხ­და. რაც გავ­რცელ­და, ეს იმ ღა­მის სუ­რა­თე­ბია. მეც ვი­ყა­ვი იმ დროს იქ, უბ­რა­ლოდ ფო­ტო­ებ­ში არ ვარ, რად­გან ძა­ლი­ან გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ვცდი­ლობ­დი გა­მერ­კვია, ვინ სად იყო და ა.შ. ვრე­კავ­დი აქეთ-იქეთ. ია­კობს და­ბა­დე­ბის დღე­ზე, მცხე­თა­ში არ გა­და­უ­ღია ფო­ტო­ე­ბი, რად­გან გვი­ან მო­ვი­და და რო­გორც ფო­ტოგ­რა­ფი, ისე არც იყო მოწ­ვე­უ­ლი" - გვე­უბ­ნე­ბა შა­ქა­რაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი.

კი­თხვა­ზე, უამ­ბოთ თუ არა ია­კობ ბრეგ­ვა­ძემ მა­გის­ტრალ­ზე მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ, ხა­ტის­კა­ცი ამ­ბობს, რომ ფო­ტოგ­რაფ­მა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა, მაგ­რამ რა თქვა კონ­კრე­ტუ­ლად, ამა­ზე სა­უბ­რის­გან გო­გო­ნა ამ ეტაპ­ზე თავს იკა­ვებს.

შე­გახ­სე­ნებთ, ჟურ­ნა­ლის­ტმა ვახო სა­ნა­ი­ამ გუ­შინ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­ავ­რცე­ლა ფო­ტოგ­რაფ ია­კობ ბრეგ­ვა­ძის ფო­ტო­ა­პა­რა­ტი­დან ამო­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში მას შემ­დეგ არის გა­და­ღე­ბუ­ლი, რაც ახალ­გაზ­რდე­ბის ნა­წი­ლი მცხე­თა­ში მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის შემ­დეგ, დე­და­ქა­ლაქ­ში წა­მო­ვი­და და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად.

წყარო: AMBEBI.GE

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×