რეზონანსი
09.07.2020

პირი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს, მის მეგობარ გური ამირხანაშვილს დიდუბეში ხვდება და რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება, ლაშა ლურსმანაშვილია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. სააგენტოს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ლურსმანაშვილი ხაშურის მკვიდრია.

აღსანიშნავია, რომ ლურსმანაშვილი ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში, დაკითხვაზე იმყოფება.

მედიით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ დიდუბეში, „ტოიოტა ქამრის“ მარკის მანქანიდან გურამ ამირხანაშვილის ჩამოსვლის შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე მიდის მიკროავტობუსი, საიდანაც ჩამოდის ახალგაზრდა კაცი და რამდენიმე წუთით ესაუბრება ამირხანაშვილს. იყო მედიის ნაწილის ვარაუდი, თითქოს ის შეიძლებოდა ყოფილიყო ბილანიშვილი, რაც არ დადასტურდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×