
დადგენილია პირის ვინაობა, რომელიც მედიით გავრცელებულ კადრებში ფიგურირებს. ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" ადვოკატის თამრ აბესაძის ინფორმაციით, პირი, რომელიც მედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ფიგურირებს ამ წუთებში შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალსიტებს შსს-სთან განუცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ავთანდილ ბილანიშვილმა გამომძიებელს განუმარტა, რომ ის არ ფიგურირებს გავრცელებულ კადრებში. ამ დროისთვის გამოკითხვის პროცედურა დასრულებულია.
„ავთანდილ ბილანიშვილმა მოიხადა მისი მოქალაქეობრივი ვალი იმ გავრცელებული ამაზრზენი ინფორმაციის საპასუხოდ, გამოცხადდა სამინისტროში, რათა წარედგინა ის მტკიცებულებები, ტელეფონის დეტალური ამონაწერი, ასევე სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ ავთანდილ ბილანიშვილი იმ დროს, იმ მომენტში იქ არ იმყოფებოდა, არ გასულა საერთოდ უბნიდან" - განაცხადა ადვოკატმა.
7 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი დაუდგენელ პირს. კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ აღნიშნული პირი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება. სავარაუდოდ, აღნიშნული პირი ავთანდილ ბილანიშვილია.
ადვოკატისგანცხადებით, ბილანიშვილის ჩვენებას გააცნობენ საქმესთან დაკავშირებულ სხვა ადვოკატებს.
„ცრუ ბრალდებების საპასუხოდ ყველა კითხავს გავეცით პასუხი“, – აღნიშნა ადვოკატმა.