
არავინ თქვას, რომ უკონტროლოდ ვტოვებთ ევროპის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
თურნავას თქმით, 5 ქვეყანასთან საზღვრის გახსნის შემდეგ ვიზიტორებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, შეივსება ელექტრონული ფორმა და იმ შემთხვევაში, თუ ამ ხუთი ქვეყნის რომელიმე მოქალაქემ საქართველოში ჩამოსვლამდე 14 დღის განმავლობაში, იმოგზაურა რომელიმე ქვეყანაში, ვის მიმართაც ჩვენს ეპიდემიოლოგებს კითხვის ნიშნები აქვთ, მან სავალდებულო PCR - ტესტი უნდა გაიაროს, რომლის ღირებულებასაც თავად დაფარავს
„ჩვენ ვართ საერთო ევროპული შეთანხმების ნაწილი და ვალდებული ვართ სიმეტრიული ზომები დავუწესოთ შესაბამის ევროპულ ქვეყნებს - ისინი არ ამოწმებენ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ არ ვამოწმებთ მათ მოქალაქეებს. თუმცა არავინ თქვას, რომ ჩვენ უკონტროლოდ ვტოვებთ მათ მოქალაქეებს - მათ უტარდებათ თერმოსკრინინგი, ივსება ელექტრონული ფორმა და იმ შემთხვევაში, თუ ამ ხუთი ქვეყნის რომელიმე მოქალაქემ საქართველოში ჩამოსვლამდე 14 დღის განმავლობაში, იმოგზაურა რომელიმე ქვეყანაში, ვის მიმართაც ჩვენს ეპიდემიოლოგებს კითხვის ნიშნები აქვთ, მან სავალდებულო PCR - ტესტი უნდა გაიაროს, რომლის ღირებულებასაც თავად დაფარავს. აქედან გამომდინარე, კონტროლი განხორციელდება,“ - განაცხადა მინისტრმა.