
რუსეთში, ქალაქ ნორილსკში, კორონავირუსით ინგილო ქართველი გარდაიცვალა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს" საინგილოს მკვლევარმა და ჟურნალისტმა სერგო კერესელიძემ აცნობა.
მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ინგილო ქართველი ვირუსით გარდაიცვალა.„კორონავირუსით პირველი ინგილო ქართველი გარდაიცვალა რუსეთის ქალაქ ნორილსკში (საინგილოში დღემდე არცერთი ჩვენი თანამემამულე არაა კორონავირუსით ინფიცირებული).
რუსეთის მოქალაქე ინგილო ქართველი, თემრაზ რამაზანოვი 3 ივლისს გარდაიცვალა და ამჟამად ნორილსკის ქართული დიასპორა საბუთებს და ფულად სახსრებს აგროვებს მის საინგილოში გადმოსასვენებლად.
ნორილსკის ქართული დიასპორა რამდენიმე ათასი ეთნიკური ქართველისგან შედგება და მათი აბსოლიტური უმრავლესობა ზაქათალის რაიონიდანაა.
გარდაცვლილი ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადიდან იყო (ისტორიული ელისენი)", - ამბობს სერგო კერესელიძე.
იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი