
გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მიიჩნევს, რომ დაბალი კვალიფიკაციის ადამიანები კარიკატურულ გამოძიებებს აწარმოებენ:
"მიუხედავად იმისა, რომ დაბალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანთა ჯგუფები აწარმოებენ კარიკატურულ გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ არასერიოზულობას ჰყავს მაყურებელიც და დამჯერებილიც, ამით არაფერი იცვლება. ვართ იმ წერტილში, სადაც ვართ და გვაქვს ის პესრსპექტივა, რომელსაც გარდაცვალების დღიდან ვაფიქსირებთ"
მისი აზრით ახლა დგება ყველაზე საპასუხისმგებლო, ყველაზე მძიმე და ოჯახისთვის ყველაზე დამთრგუნველი ეტაპი, როცა უნდა გავიგოთ სიმართლე-რატომ მოგვიკლეს ახალგაზრდა, უდანაშაულო შვილი. სასამართლო-სამედიცინო და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნები არის ამ საქმის გასაღები და ამას ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ.