რეზონანსი
07.07.2020

"ნებისმიერი ტალღის, იქნება ეს მეორე, მესამე, თუ იყო პირველი, საფრთხე არის, რომ შეიძლება მოხდეს მისი უკონტროლო გავრცელება,"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სწორედ ამიტომ მთავრობა და ყველა უწყება მუშაობს კოორდინირებულად, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გაუარესდეს.

"რაც შეეხება დღევანდელ ეპიდსიტუაციას, საქართველო არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც აქვს საუკეთესო ეპიდსიტუაცია. ვთვლით, რომ შემდგომშიც გავაგრძელებთ იმ მუშაობას, რის შედეგადაც ვეცდებით, რომ ყველანაირად ავიცილოთ შემდეგი ტალღის და ინფექციის გავრცელება საქართველოში,"- განაცხადა ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×