რეზონანსი
06.07.2020

ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ დღევანდელი გადაცემა „პოსტ ფაქტუმი“ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეს საუბრით გახსნა. გადაცემა იმ სიმღერით დაიწყო, რომელსაც შაქარაშვილი და მისი მეგობრები მღერიან. გაბუნიამ მონოლოგში, პოლიტიკაზე, საზოგადოებაზე, გახმაურებულ და გამოუძიებელ საქმეების კავშირზე ისაუბრა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის დასრულების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მენანება ეს ბავშვი, ყველა მის ვიდეოში, იმდენი სიკეთე, სიმშვიდე, სინათლე მოდის… ჩხუბი დროსაც ეს ბავშვი მშვიდობის დამყარებას ცდილობდა. მიჩნდება კითხვა, რომელსაც ვერასდროს გაეცემა პასუხი. რატომ არ არის დღეს ცოცხალი გიორგი შაქარაშვილი… ჩენ არ გვჭირდება ახალი გირგვლიანი, არც ერთი ხელისუფლება არ ღირს ერთი გიორგის სიცოცხლის ფასად,” – თქვა გიორგი გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×