
„მაღალი ალბათობით გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ექსპერტიზის პასუხი იქეთა კვირის ბოლოს იქნება" - ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა.
„ამ თემას ართულებს ის ფაქტი, რომ ცხედარი ოთხის დღის განმავლობაში სიცხეში იყო"- განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.
როგორც ექსპერტი ამბობს დასადგენია ამ ეტაპზე სიკვდილის მიზეზი და დაზიანებების ხანდაზმულობა, სიმთვრალე სიფხიზილის მდგომარეობა.
ცნობისათვის, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მყვინთავებმა მის ცხედარს მდინარე არაგვში მიაგნეს.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.