
ერთი კვირაა ვეხვეწები დაკავებულ პირებს, რომ თქვით სიმართლე. მთავარი არსებითი აქ არის ერთი რამ, გიორგის მიმართ რომ გრძელდება დევნა აი ამის შემდეგ რა ხდება. ამის შემდეგ საქმეში ყველაფერი წყდება, - ამის შესახებ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილი ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ „ტვ. პირველის" ეთერში განაცხადა.
მირიან ნიკოლაძის თქმით, დაკავებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ. „აი პრობლემა აქ არის, რა ხდება მას შემდეგ რაც გიორგის მიმართ დევნა ხდება", - აღნიშნა ნიკოლაძემ.
გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა წრე გაიზარდოს. „17 კაცი იჯდება თუ 37 ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია დამნაშავეები ისხდნენ", - აღნიშნა ნიკოლაძემ.