
თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
როგორც „ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, ბავშვი მართვით სუნთქვაზეა და შესაბამისი გამოკვლევები ამ წუთებში უტარდება.
„ამ ეტაპზე, რაც შემიძლია, გითხრათ არის რომ ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული მართვით სუნთქვაზე, არის კრიტიკულად მძიმე პაციენტი. მეტ ინფორმაციას ამ დროისათვის ვერ მოგაწვდით, რადგან ყველა საჭირო გამოკვლევა უტარდება ამ წუთები", - აცხადებენ ციციშვილის კლინიკაში.
შეგახსენებთ, რომდღესთბილისში, პეტრეიბერისქუჩაზესაცხოვრებელიკორპუსისმე-6 სართულიდანმცირეწლოვანიგადავარდა. შსს-მგამოძიებასსკ-ს 124-ემუხლითდაიწყო, რაცგაუფრთხილებლობითჯანმრთელობისდაზიანებასგულისხმობს.