რეზონანსი
03.07.2020

თვითმხილ­ვე­ლი ფოთ­ში, გუ­შინ მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს. შემ­თხვე­ვა ნა­ბა­დას უბან­ში, ნა­გავ­საყ­რე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. მოკ­ლუ­ლი 43 წლის ვაჟა ტყე­ბუ­ჩა­ვაა.

რო­გორც თვითმხილ­ვე­ლი ყვე­ბა, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი სცემ­და.

"ხმა­უ­რი შე­მო­მეს­მა, რომ გა­ვი­ხე­დე და­ახ­ლო­ე­ბით 5 ბიჭი ხელ­კე­ტებს ურტყამ­და რა­ღა­ცას მი­წა­ზე, ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ გვე­ლი ნა­ხეს და იმას ურტყა­მენ. მერე და­ვი­ნა­ხე, რომ კაცი ეგდო ძირს და ხმას არ იღებ­და. ვიყ­ვი­რე ახ­ლა­ვე პო­ლი­ცი­ას და­ვუ­რე­კავ-მეთ­ქი.

ისი­ნი გა­იქ­ცნენ. ახ­ლოს რომ მი­ვე­დით, ხმას არ იღებ­და, მე­გო­ნა მკვდა­რი იყო, მაგ­რამ წყა­ლი რომ შე­ვას­ხით, ხმა ამო­ი­ღო- სას­წრა­ფოს და­უ­ძა­ხეთ, მიშ­ვე­ლე­თო, - გვი­თხრა. ვინ გირ­ტყამ­და, რომ ვუ­თხა­რი, მი­თხრა, არ ვიც­ნო­ბო. მერე სას­წრა­ფოც მო­ვი­და და წა­იყ­ვა­ნეს", - გა­ნა­ცხა­და თვითმხილ­ველ­მა ზა­ი­რა ბა­სი­ლა­ი­ამ.

მოკ­ლუ­ლის მა­მის, გივი ტყე­ბუ­ჩა­ვას თქმით, ის შვილ­თან ერ­თად ახ­ლობ­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, იქი­დან გა­მო­სუ­ლებს კი თავს რამ­დე­ნი­მე პირი და­ეს­ხათ.

რო­გორც თა­ვად ყვე­ბა, შვი­ლის დაც­ვა სცა­და, თუმ­ცა ვერ შეძ­ლო და უც­ნობ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ის გა­ი­ტა­ცეს. მა­საც სა­ხის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა.

მოკ­ლუ­ლის მამა შვი­ლის კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას არ ადას­ტუ­რებს. იმა­საც უარ­ყოფს, რომ მას ემუქ­რე­ბოდ­ნენ. მის­თვის უც­ნო­ბია, ჰქონ­და თუ არა მოკ­ლულს კავ­ში­რი ე. წ. ქურ­დულ გარ­ჩე­ვებ­თან.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×