
დანია ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული უსაფრთხო ქვეყნების სიიდან საზღვარს მხოლოდ 6 ქვეყანას გაუხსნის. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ქვეყნების სიაში არ შევიდა.
როგორც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყანა საზღვრებს ავსტრალიის, კანადის, იაპონიის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ კორეისა და ტაილანდის მოქალაქეებს გაუხსნის.
შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე პირველი ივლისიდან შესვლა შეეძლებათ.
14 ქვეყანას შორის, რომელთა მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ, საქართველოც არის.