
ფრონტერას ურჩევნია, ლობისტზე ფულის ხარჯვას, ფული გახარჯოს ინვესტიციებზე - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარკუეინ მალინის წერილს.
"იცით ჩვენი პოზიცია, ამაზე ღრმად ჩვენ არ შევალთ. ბუნებრივია, ჩვენთვის ცნობილია, თუ რა პროცესები უდევს საფუძვლად ასეთ განცხადებებს. ფრონტერას ურჩევნია, ლობისტზე ფულის ხარჯვას, ფული გახარჯოს ინვესტიციებზე. ეს რომ გაეკეთებინა, ბევრად უფრო წარმატებული იქნებოდა და ამდენი ფულის ხარჯვა ლობისტებში აღარ დასჭირდებოდა. შესაბამისად, ყველამ ვიცით, რა და როგორ არის და შესაბამისად, ასეთ განცხადებებს, მეტი კომენტარი აღარ სჭირდება" - ამბობს კობახიძე.
ცნობისთვის, მარკუეინ მალინი წერს, რომ საქართველოს "რუსული სკოლის ოლიგარქი" ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს