რეზონანსი
02.07.2020

ახალი პოლიტიკური გაერთიანება "ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა" - "ქართულმა მარშმა" პოლიტიკური პარტია დააარსა.

"ქართული მარშის" წევრების განცხადებით, პარტია "ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა" არის მემარჯვენე პოლიტიკური მსოფლმხედველობრივი გაერთიანება, რომელიც შეიქმნა ორი საზოგადოებრივი მოძრაობის, "ქართული მარში"-სა და "გეორგია"-ს გაერთიანების საფუძველზე.

"საქართველოში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე დღის წესრიგში დადგა ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, რომელიც დამყარებული იქნება ეროვნულ მსოფლმხედველობაზე, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა ეთნიკური, კონფესიური, კულტურული და ტრადიციული თვითმყოფადობის შენარჩუნება, ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, და რაც მთავარია საკუთარ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქისთვის ღირსეულად ცხოვრების პირობების შექმნა," - აცხადებენ "ქართული მარშის" წევრები.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×