
კვოტები არაა მისაღები, არა იმიტომ, რომ პრობლემა არ არსებობს - უმძიმესი პრობლემები გვაქვს ქალთა უფლებების მიმართულებით, მაგრამ ამ გზით წასვლა, რომ ყველასთვის, ვისაც პრობლემა აქვს, კვოტები მიიღო, არის დემოკრატიის გაუქმება - ამის შესახებ "ევრპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გენდერული კვოტირების შესახებ საუბრისას განაცხადა.
"ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, თავისუფლების და ქალთა უფლებების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. კვოტები არაა მისაღები, არა იმიტომ, რომ პრობლემა არ არსებობს - უმძიმესი პრობლემები გვაქვს ქალთა უფლებების მიმართულებით, მაგრამ ამ გზით წასვლა, რომ ყველასთვის, ვისაც პრობლემა აქვს, კვოტები მიიღო, არის დემოკრატიის გაუქმება, ამ ჯგუფების დაღუპვა. იმის მაგივრად, რომ ებრძოლო მათ, ვინც ქალებს უყურებს, როგორც მეორეხარისხოვან მოქალაქეებს და ასეთები სხედან დარბაზში და ხმას აძლევენ ფარისევლურად, როდესაც თვითონ იმეორებდნენ, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია. ახლა უნდათ, რომ თოჯინებად ჰყავდეთ. ეს არის ქალების შეურაცხყოფა და შედეგსაც არ გამოიღებს" - განაცხადა გიგა ბოკერიამ.