
მე არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, თუმცა რუსეთი ალბათ შეეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევას, განსაკუთრებით, როცა სრულად პროპორციული სისტემისკენ მიიწევს - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ვიდეოკონფერენციისას განაცხადა.
„ჩვენ ყველამ ვნახეთ, თუ როგორი აქტიური და კრეატიულია რუსული დეზინფორმაცია, რომელიც ბევრ არჩევნებში ერევა და საქართველო აშკარა სამიზნეა. ამერიკა, ბრიტანეთი და სხვა საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ეხმარებიან, რათა უკეთ შეაფასონ ის ინფორმაცია, რომელსაც იღებენ. მე არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, თუმცა რუსეთი ალბათ შეეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევას, განსაკუთრებით, როცა სრულად პროპორციული სისტემისკენ მიიწევს. ასევე, დიდი წარმატება იქნება, თუ საქართველო კარგი არჩევნების ჩატარებას შეძლებს და კიდევ გახდება მისაბაძი მაგალითი არამარტო ამ რეგიონში, არამედ სხვა რეგიონებშიც“, – განაცხადა კელი დეგნანმა.