რეზონანსი
01.07.2020

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის, რომ ოპოზიცია ეწინააღმდეგება "ქართული ოცნების" ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე კანდიდატი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, ამტკიცებს, რომ ისინი ანტიდასავლურ, არაპროგრესულ ძალას წარმოადგენენ.

კობახიძე აღნიშნავს, რომ სწორედ დასავლელი პარტნიორების მითითებით შემუშავდა ცვლილება, რომელიც საქართველოს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას ითვალისწინებს.

"საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის კუთხით, მსოფლიოშიც კი, სამწუხაროდ, აუტსაიდერები ვართ. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ბალანსი შეიცვალოს და მეტად იყოს დაბალანსებული პარლამენტი მომდევნო მოწვევიდან. ჩვენ მიერ შეთავაზებული სისტემა უზრუნველყოფს ყოველ შემდეგ მოწვევაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას და, საბოლოო ჯამში, მინიმუმ, 50-მდე გაიზრდება ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში. შემდეგ პარლამენტში 30 იქნება გარანტირებული, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ მეტი ქალით იქნება წარმოდგენილი შემდეგი პარლამენტი. ეს არის ძალიან პროგრესული ცვლილება და ჩვენ გავიზიარეთ, მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების თხოვნა ამასთან დაკავშირებით და თქვენ დაინახეთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც დადგა იმ პოზიციის წინააღმდეგ, რომელიც ემთხვევა ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიციას. ჩვენ მივიღეთ იმის კიდევ ერთი დასტური, რომ ეს რადიკალური ოპოზიცია არის აბსოლუტურად ანტიდასავლური და არაპროგრესული ძალა,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×