
Eurohoops.net-ის ინფორმაციით, „ბასკონიას" კაპიტანი თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კლუბებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, მოსკოვის ცსკა-სა და შენგელიას შორის კი ხელშეკრულების გაფორმებამდე მხოლოდ დეტალები დარჩა შესათანხმებელი.
„შენგელიამ ბასკონიასთან წარმატებული სეზონი დაასრულა, რის შედეგადაც კლუბმა ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველი ტიტული მოიპოვა. 2014 წელს, როდესაც თორნიკებ NBA დატოვა, ის ევროლიგაში ერთ-ერთი მნიშნელოვანი მოთამაშე გახდა. ის 28 წლისაა და NBA-ის სატრანსფერო ფანჯარა მისთვის შესაძლოა ჯერ კიდევ ღიაა, მიუხედავად მისი ახალი შელშეკრულებისა." - წერს გამოცემა.
ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში შენგელიას „ბასკონიამ" ფავორიტად მიჩნეულ „ბარსელონას" ანგარიშით 69:67 სძლია, ქართველმა ლეგიონერმა კი 14 ქულა ჩააგდო. თორნიკე შენგელია ბასკონიაში 2014 წლიდან თამაშობს. ბოლო პერიოდში მისი ცსკა-ში ტრანსფერზე სპორტულ მედიაში ხშირად იწერება.