
საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ კახას კალაძეს, ძმის - ლევან კალაძის გარდა, კიდევ ორი და თამუნა და ეკა ჰყავს, რომლებიც კალაძის მამას კარლო კალაძეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
პირველ ქორწინებაში კარლო კალაძე ირა ფუთურიძესთან იმყოფებოდა. გოგონები 3 და 5 წლის იყვნენ, როდესაც ოჯახი დაინგრა. მეორე მეუღლე ქორწილში ნახა. კარლო კალაძე მაშინ პირველ მეუღლეს ორი წლის გაშორებული იყო.
თამუნა კალაძეს საზოგადოება უფრო მეტად იცნობს, რადგან მეუღლესთან ერთად "ოცნების" აქტიური მხარდამჭერია... უფრო მეტიც, მისი სიძე პაატა აბულაძე პარტია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელია. ეკა კალაძე პედიატრია, ცხოვრობს თბილისში და როგორც ახლობლები ახასიათებენ თავმდაბალი ადამიანია, კეთილი და ძალიან არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ჰყავს ოჯახი და მაქსიმალურად ცხდილობს თავი შეიკავოს აქტივობებისგან.
სხვადასხვა ინფორმაციით კალაძეს დებთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. უმცროს ძმასთან უფრო ახლოს არის თამუნა კალაძე, ეკა, კი როგორც ზევით ვწერდით, მშვიდ ცხოვრებას არჩევს.
კარლო კალაძესთან დაშორების შემდეგ გოგონების დედა, ირა ფუთურიძე მეორედ აღარ დაოჯახებულა.

