რეზონანსი
30.06.2020

შემზარავი თავდასხმა თბილისში, კერძოდ დიდუბეში მოხდა. 24 წლის კაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ამავე ასაკის ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.

ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია ბენზინის ბოთლი.

ირკვევა, რომ ბრალდებული შეყვარებულთან დაშორების შემდეგ მას შერიგებას აიძულებდა, კატეგორიული უარის გამო კი თავს დაესხა, ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაშავებული დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ „პრაიმტაიმს" განუცხადა, რომ ამ დროისთვის ქალის მდგომარეობა მძიმეა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

სრულიად იხილეთ Primetime.ge-ზე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×