რეზონანსი
30.06.2020

„ძალიან სასაცილო იყო ის ზეიმი, რომელიც გუშინ მოაწყო "ქართულმა ოცნებამ", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა.

გიგი უგულავას თქმით, "ქართულ ოცნებას" 8 მარტის შეთანხმება არ შეუსრულებია და ამაზე მართლმსაჯულების ნაწილში ელჩების განცხადებებიც მეტყველებს.

„ჩვენ ვერანაირ მართლმსაჯულებაზე გავლენას ვერ მოვახდენთ. ძალიან სასაცილო იყო ის ზეიმი, რომელიც გუშინ მოაწყო „ქართულმა ოცნებამ", ასეთი იძულებითი ზეიმი, რომელიც 1- წლიანი ეპოპეის დასასრულს აღნიშნავდა, მას შემდეგ „რაც ქართულმა" ოცნებამ მრავალგზის მოიტყუა და დაიხურა კარები, ეს თემა მაინც ქართული საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით მოხერხდა.

მეორე საკითხია ეუთო/ოდირის რეკომენდაციები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. ამ დისკუსიაში "ევროპული საქართველო" მონაწილეობდა თავიდანვე, ეს საკითხი წელიწადზე მეტია დამუშავების პროცესშია. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება" ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს არ ითვალისწინებს, კერძოდ, ყბადაღებულ თემად იქცა კოორდინატორების თავშეყრა საარჩევნო უბნებთან და ამის დარეგულირება. ამ პანდემიის პირობებში ეს თემა სხვა განზომილებას იძენს, ამ თვალსაზრისით ჩვენ ვითხოვთ ცვლილებებს. ასევე, ბლოკის საკითხი, სადაც ბლოკში პარტიებს შორის შეთანხმების თავისუფლება იზღუდება კანონით, რაც არასწორია. ამ დისკუსიაში ჩვენ ჩავერთვებით, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიებიც, უბრალოდ საბოლოო კანონპროექტი რაც იქნება იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, თუ ძალიან არ დაამახინჯა "ქართულმა ოცნებამ," - აღნიშნა უგულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×