
23 წლის გოგოს მდგომარეობა, რომელიც ბენზინის აალების შედეგად მიღებული დამწვრობით კლინიკაშია მოთავსებული, მძიმეა.
როგორც ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, ახალგაზრდა სხეულის 37%-იანი დამწვრობით კლინიკაში დღეს, გამთენიისას შეიყვანეს.
„გამთენისას შემოიყვანეს 23 წლის გოგო, მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში. მიღებული აქვს სხეულის თერმული დამწვრობა 37%, მეორე-მესამე ხარისხის, ძირითადად, დაზიანებულია ორივე წვივი და ორივე ბარძაყი ცირკულარულად. ტრავმა აქვს მიღებული ბენზინის ალით და იმყოფება დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
ცნობითვის, აღნიშნულთან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თბილისში ახალგაზრდა კაცი დააკავეს.
წყარო: Report.ge