
ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი 1 ივლისიდან აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების მთავარი პროდიუსერის რანგში დაიწყებს მუშაობას.როგორც ჟურნალისტი "პრაიმტაიმთან" აცხადებს, ამ ახალი შეთავაზებისა და საზოგადოებრივი არხის ხათრით, ტოვებს მნიშვნელოვნად უპირატეს სამსახურს და უბრუნდება "ნიუსს".
„სხვა არხებს რომ ვუყურებ, გულახდილად, რომ გითხრათ, ტელევიზიაში დაბრუნების სურვილი არ მქონდა" - ამბობს აკაკი.
გოგიჩაიშვილი ტელეკომპნია "იბერიის" დახურვის შემდეგ კომპანია "ჯორჯიან მარგანეზის" პრესსპიკერი გახლდათ.
„კონტრაქტზე ჯერ ხელი არ მომიწერია, თუმცა შეთანხმება შედგა. საზოგადოებრივ არხზე მუშაობის სურვილი დიდი ხანია მაქვს. მით უმეტეს, დღეს შექმნილ სიტუაციაში, როდესაც სატლევიზიო ბაზარზე ასეთი აქტიური პოლარიზაცია გვაქვს და მკაფიოდ გამოხატული მიკერძოების მქონე მედიასაშუალებებია.“ - ამბობს კაკი გოგიჩაიშვილი.
სრულიად იხილეთ Primetime.ge-ზე