რეზონანსი
29.06.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბეებს ის ადვოკატები, ვინც დღემდე იცავედნენ აღარ დაიცავენ, - ამის შესახებ უფლებადამცველებმა „მედიაცენტრ მთავართან" განაცხადეს.

დაცვაზე უარის თქმის მიზეზს ადვოკატები მოგვიანებით განმარტავენ, ამ ეტაპისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ისინი სპორტსმენებს აღარ დაიცავენ.

ალექსანდრე კობაიძე, ვასილ მამულაშვილი და ბექა ნესმიწვერიძე, მორაგბებებს საქმის დასაწყისიდანვე იცავდნენ. რამდენიმე დღის წინ, კობაიძემ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ წინასწარი პატიმრობის შეფარდებით ახლაგაზრდა სპორტსმენებს კარიერა დაენგრათ. ამ განცხადებას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×