რეზონანსი
29.06.2020

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთება, მათ შორის სანდრო გირგვლიანის საქმეზე პარალელის გავლება, უზნეობაა.

"ამ თემასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას ვერავის დაუშლი, მაგრამ შინაარს გააჩნია. იქით გადაწვდნენ ბერა ივანიშვილს, აქეთ -გირგვლიანის საქმეს, სახელმწიფომ მოკლა გირგვლიანიო ამ თემაზე პარალელს ავლებენ. ერთი სიტყვით თუ შევაფასებთ, ეს არის უზნეობა. უზნეობა იმდენად ჩვეულებრივი ამბავი გახდა ამ საზოგადოების წრეში, ვინც ამ განცხადებებს აკეთებს, არც არავის უკვირს და ეს სიტყვაც თითქოს თავის მნიშვნელობას კარგავს. უზნეობა ბევჯერ უნდა გაიმეორო, რომ მიხვდნენ, რაზეა საუბარი",-აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, გუშინ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს პატიმრობა შეუფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×