რეზონანსი
29.06.2020

ოპოზიცია არის აბსოლუტურად აჭრილი და ვეღარ აკონტროლებს საკუთარ სიტყვებს, - ასე ეხმაურება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებას. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები მიუღებელია.

"ჩვენ ბოდიშიც მოვიხადეთ იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქე ასეთ რამეს კადრულობს. ჯერ ბოკერიამ და მისმა მეუღლემ გააკეთეს შეურაცხმყოფელი განცხადებები გერმანიის ელჩის მიმართ და ამას უკვე მოჰყვა ნათელაშვილის განცხადება, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ გერმანიის ელჩს, არამედ გერმანულ სახელმწიფოს, რაც ჩვენთვის სრულიად მიუღებელია და ჩვენ კიდევ ერთხელ ბოდიში უნდა მოვუხადოთ გერმანიის ელჩს იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქე აკეთებს ასეთ განცხადებებს, მითუმეტეს, საუბარია ოპოზიციის გამოკვეთილ ლიდერზე . ეს არის მიუღებელი და მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად აჭრილი და ვეღარ აკონტროლებს საკუთარ სიტყვებს,"- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ „გერმანიის სამარცხვინო ელჩი საკუთარ ბიზნესზე მუშაობს". „გერმანიის ელჩი ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისგან. მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×