რეზონანსი
29.06.2020

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პარალელურად საკანონდმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

„მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას მეგობრები მის გათავისუფლებას ითხოვენ, მოძრაობა "სირცხვიალიას" წევრები კი რურუას გათავისუფლებასთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას მოითხოვენ.

"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ველოდებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი. ვთვლი, რომ ოპოზიციის მხარდაჭერაც უნდა ჰქონდეს ცვლილებებს თუმცა ოპოზიციის პოზიცია გასაგებია. მათ დაპირდნენ გარკვეული საკითხვების შეცვლას, თუმცა შეთანხმება არ შესრულდა" - განაცხადა „სირცხვილიას" წევრმა, ნოდარ რუხაძე.

გიორგი რურუა სამართალდამცველებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×