რეზონანსი
29.06.2020

სოფელ ჩუმლაყში მომხდარი დაპირისპირების დროს დაჭრილი ახალგაზრდა ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმის განმარტებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

პაციენტს გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში ჩაუტარდა ოპერაცია.

გუშინ, სოფელ ჩუმლაყში სროლის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთი კი დაიჭრა.

თვითმხილველების თქმით, მომხდარს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა, რის შემდეგაც გასროლის ხმა გაიგეს. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

საქმეზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის მუხლებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×